შეკვეთის პირობები
- შპს „e-store.ge” გთავაზობთ ტანსაცმლის და აქსესუარების ფართო არჩევანს და უზრუნველყოფს მის მიწოდებას მომხმარებლისთვის სასურველ ადგილზე.
- შეკვეთის შემდეგ 15 საათის განმავლობაში ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ, რათა დაადასტუროთ თქვენ მიერ განთავსებული შეკვეთის დეტალები (შეკვეთილი პროდუქტ(ებ)ი, რაოდენობა, შეკვეთის მიტანის ადგილი) და შეგითანხმდეთ შეკვეთის მიტანის დროზე.
- ჩვენი კურიერი შეკვეთიდან 24 საათის განმავლობაში მოგაწვდით თქვენთვის სასურველ პროდუქტ(ებ)ს შეთანხმებულ ადგილსა და დროზე.
- შპს „e-store.ge“-ს საკურიერო სერვისი უფასოა.
- მომხმარებელი ვალდებულია ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხადოს შეკვეთის ჯამური თანხა მას შემდეგ, რაც ჩვენი კურიერი მიუტანს მისთვის სასურველ პროდუქტს.
- შპს “e-store.ge” მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ სერვისს: “e-store.ge”-ს კურიერი, შეკვეთის მიტანის შემდეგ, მომხმარებელს დაელოდება სანამ ის ტანსაცმელს მოიზომავს. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს შეკვეთილი ტანსაცმელი არ მოერგება, ან უბრალოდ ტანსაცმლის ხარისხი არ იქნება თანხვედრაში მის მოლოდინებთან, “e-store.ge” მომხმარებლის სურვილისამებრ, დაიბრუნებს ან გამოუცვლის მას შეკვეთილ ტანსაცმელს. *შენიშვნა: დაბრუნების ან გამოცვლის შესახებ კურიერს უნდა აცნობოთ შეკვეთის მიღებისას (როდესაც უშუალოდ ნახავთ/მოიზომავთ შეკვეთილ პროდუქტ(ებ)ს) – იქამდე, სანამ საბოლოოდ დაადასტურებთ, რომ გსურთ შეკვეთილი პროდუქტის შეძენა, გადასცემთ კურიერს შეკვეთის თანხას და მიიღებთ მისგან დოკუმენტებს. კურიერისგან დოკუმენტების მიღების შემდეგ პროდუქტ(ებ)ის გამოცვლა ან უკან დაბრუნება აღარ ხდება.
დიდი მადლობა რომ სარგებლობთ ჩვენი სერვისით
e-store.ge

